რატომ აპირებს Disney კინოსტუდია 20th Century Fox-ის დასახელებიდან სიტყვა "Fox-ის" ამოღებას

  • 19 იანვარი 18:28

კომპანია Disney მის მფლობელობაში მყოფ კინოსტუდია "20th Century Fox"-ის დასახელებიდან სიტყვა "Fox-ის" ამოღებას აპირებს და მას სავარაუდოდ "20th Century Studios" დაერქმევა.

როგორც მოგეხსენებათ, "Fox" ინგლისურად მელიას ნიშნავს, თუმცა, ცხოველი აქ არაფერ შუაშია. სავარაუდოდ, Disney-ს პოლიტიკური მოტივები ამოძრავებს და უბრალოდ არ სურს, რომ მსოფლიო კინოინდუსტრიის ერთერთი უძველესი საწარმო ასოცირდებოდეს რუპერტ მერდოკის ტელეარხ Fox News-თან, რომელიც აშშ-ში რესპუბლიკელების მხარდამჭერად ითვლება. როგორც ცნობილია, ჰოლივუდში ძირითადად დემოკრატების მხარდამჭერები არიან.


ჯერჯერობით, Disney-ის ხელმძღვანელობა საკუთარი გადაწყვეტილების ოფიციალურ მიზეზებზე არაფერს ამბობს.


წყარო