"გათიშეს ისეთი რაღაც დაალევინეს, მთელი დღე იძახდა ცუდად ვარო" - ახალი დეტალები იტალიაში გარდაცვლილი ქართველის შესახებ

  • 19 იანვარი 18:14

იტალიაში სადეპორტო დაწესებულებაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. როგორც სოციალურ ქსელში წერენ ვახო იქ სამი თვის განმავლობაში იმყოფებოდა.

"გათიშეს ისეთი რაღაც დაალევინეს, მთელი დღე იძახდა ცუდად ვარო. სამი თვე საპორტოში იყო, იხვეწებოდა ბილეთს მე ვიყიდი და წავალო. დღეს არ დაუდასტურეს საელჩოს წარმომადგენელს რომ მკვდარი იყო.  მთელი დღე რეკავდნენ. საელჩო დაგვიდგა გვერდით. რაც შეეძლო ინფორმაციას გვაწვდიდა. სადისტივით ექცეოდნენ გაამწარეს, ტელეფონი მოპარეს და რომ მოიძებნა საცოდავმა აღარ იყო,“ - წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი

გამოცემა RaiNews-ის ცნობით, 14 იანვარს გრადისკა დ'იზონცოს მიგრანტთა ბანაკში სხვადასხვა ეროვნების მიგრანტებმა იჩხუბეს. სამართალდამცველებმა ჩხუბი ძალის გამოყენებით შეაჩერეს და კონფლიქტში მონაწილეები დააკავეს. ციხეში 20 წლის ქართველი შეუძლოდ გახდა და ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 19 იანვრის ღამით მას გულის შეტევა დაემართა, ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი იტალიაში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზად, წინასწარი მონაცემებით, გულის შეტევა სახელდება.

წყარო

იტალიის სადეპორტო განყოფილებაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ახალი დეტალები იტალიაში გარდაცვლილი ქართველის შესახებ