ექიმი: მამაკაცს სახეზე დამწვრობის კვალი აღენიშნებოდა

  • 19 იანვარი 17:25

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, „მიონის“ ყოფილ შენობაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ექიმის ინფორმაციით, მამაკაცს სახეზე დამწვრობის კვალი აღენიშნებოდა.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა, ნაირა ქარქაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გარდაცვლილი მამაკაცი დაახლოებით 55 წლის იყო.


„რომ მოვედით ხანძარი მე-7 სართულზე დაგხვდა. მამაკაცს სახეზე დამწვრობის კვალი აღენიშნებოდა. ამ დროისთვის გვამის იდენტიფიცირება მიმდინარეობს,“ - განაცხადა ექიმმა.


წყარო