როგორ დავძლიოთ ზამთრის ნომერ პირველი გამოწვევა - თმის გამოშრობა?

  • 17 იანვარი 21:45

ალბათ, ბევრისთვის არ არის უცხო ზამთარში, თითქოს, დამუხტული, უფორმოდ აფუებული და გამომშრალი თმა.

ეს ტენიანობის ნაკლებობის ბრალია. სწორედ ამიტომ, უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა, რათა ზამთარშიც შევინარჩუნოთ მბზინვარე თმა.


 1. დაბანა


თუკი ზაფხულში ერთი შამპუნი უხდება თქვენს თმას, ზამთარში, ჯობს, შეცვალოთ - უპირატესობა მშრალ და დაზიანებული თმისთვის განკუთვნილ შამპუნებს მიანჭეთ.
გარდა ამისა, დააკვირდით: თმის მოვლის საშუალებების ეტიკეტზე თუ გლიცერინი, alpha hydroxy acids ან lactic glycolic acid არის აღნიშნული, ეს კარგია – ასეთი ინგრედიენტები თმის აღდგენა-დატენიანებას უწყობს ხელს.


ასევე, თუკი ზაფხულში კონდიციონერი ან ბალზამი არ იყო საჭირო, ზამთარში, პირიქით - ეს საშუალებები დამატებით დაცვას უზრუნველყოფენ.
თანამედროვე გათბობის სისტემები თმას და კანს ტენიანობას აკარგინებს. ამიტომაც არ დაგენანოთ თანხა დამატებით კონდიციონერში. თუმცა, გარდა ძვირადღირებული ბრენდების თმის მოვლის საშუალებებისა, ყოველთვის შესაძლებელია ბუნებრივი დამცავის გამოყენებაც, რაც ძალიან ეფექტურია: ქოქოსის, არგანის და ნუშის ზეთები მშრალი და დაზიანებული თმისთვის არაჩვეულებრივია!


2. გაშრობა


თუკი თქვენც ჩემსავით მავნე ჩვევა გაქვთ, თმის ბოლომდე გაშრობა გეზარებათ და ზამთარ-ზაფხულ ნესტიანი, ნახევრადსველი თმით გადიხართ გარეთ, ხვალიდან ასე აღარ მოიქცეთ: ზამთარში დაბალ ტემპერატურაზე წყლის მოლეკულები იყინება, რაც თმის სტრუქტურას ძალიან აზიანებს.
თმის სტილისტები გვირჩევენ, თმა, მინიმუმ, 10 წუთით პირსახოცშემოხვეულმა გავიშროთ; შემდეგ, დავივარცხნოთ მსხვილკბილებიანი სავარცხლით.
ტალღოვანი თმის შემთხვევაში კი მშრალი თმის დავარცხნა საერთოდ არაა სავალდებულო: სჯობს ისეთი კონდიციონერი ან სპრეი გამოვიყენოთ, რომელიც ჩამობანას არ საჭიროებს და შემდეგ თმა ხელით მოვიწესრიგოთ.


რაც შეეხება თმის ფენით გაშრობას, აუცილებელია, ცხელი ჰაერის ნაკადი თმის ზრდის მიმართულებით მივმართოთ: ძირებიდან ბოლოებისკენ. ასე გამშრალი თმა გაცილებით სწორი და მბზინვარეა.


წაიკითხეთ სრულად