ყველაზე ეფექტური დიეტა ახალი წლის შემდეგ

  • თბილისელები
  • 14 იანვარი 14:02

საახალწლო დღეებში ადამიანებს საკვების მიღება გვიან უწევთ. ამას სადღესასწაულო სუფრის მრავალფეროვანი კერძებიც ემატება და ორგანიზმის გადატვირთვა გარდაუვალია.

ეს კი წონაში სწრაფ მატებას იწვევს. თუ გსურთ, ასევე სწრაფად დაიკლოთ ზედმეტი აკრეფილი წონა და ჩვეულ ფორმაში ჩადგეთ, ამაში ხაჭოს დიეტა დაგეხმარებათ. მართალია, ცოტა ძნელი დასაცავია, მაგრამ ეფექტურია, 4 დღეში დაახლოებით 3 კილოგრამს ჩამოიშორებთ და ორგანიზმსაც განტვირთავთ.


ყოველდღე, ოთხი დღის განმავლობაში, უნდა მიირთვათ 500-600 გრამი ხაჭო და კიტრი – ნებისმიერი რაოდენობით. ასევე, დღეში, უნდა სვათ 2,5 ლიტრი წყალი.


სასურველია, თუ დიეტის ფონზე მსუბუქად ივარჯიშებთ და სუფთა ჰაერზე ფეხით ივლით.

წყარო: თბილისელები