რატომ იწყებს ადამიანი ღალატზე ფიქრს

  • თბილისელები
  • 14 იანვარი 13:57

იქნებ არასდროს დაფიქრებულხართ ამაზე, მაგრამ ღალატი მარტო იმათი ხვედრი არ არის, ვისაც ურთიერთობაში არ გაუმართლებს.

დავიწყოთ იმით, რომ იდეალური ურთიერთობა არ არსებობს. შესაძლოა, ადამიანმა ბევრი ილაპარაკოს მის იდეალურ ქორწინებაზე, თავის არაჩვეულებრივ პარტნიორზე, რომელიც უსიტყვოდ უგებს მას, მაგრამ ეს ტყუილია. ის მოსაზრებაც მცდარია, რომ ურთიერთობაში ბედნიერი ადამიანები ღალატზე არ ფიქრობენ. ღალატის რეალური მიზეზები უფრო ღრმაა და სპეციალისტები მათ პუნქტებად ყოფენ.


* ღალატზე ფიქრს იწყებენ, როცა საკუთარი სექსუალურობის დამტკიცება სურთ. ეს არის არასრულფასოვნების კომპლექსის ერთ-ერთი გამოვლინება, რომელიც მოტივად გადაქცეული ხშირად უბიძგებს ადამიანებს ღალატისკენ, მით უფრო, ურთიერთობის დასაწყისში. დიახ, შესაძლოა პარტნიორი შეუდარებლად მიგიჩნევთ, მაგრამ კიდევ გინდათ ვინმესგან ამის მოსმენა;


* არის შემთხვევები, როცა იცით, რომ ყველაფერი კარგად გაქვთ. თითქმის დარწმუნებული ხართ, რომ ის არ გიღალატებთ. მაგრამ ფიქრობთ, რომ ვნება სადღაც გაქრა. გენატრებათ უფრო დიდხანს კოცნიდეთ პარტნიორს, კვლავ ეფლირტავოთ მას. თუ ამას გრძნობთ, ღალატამდე სანამ მიხვალთ, დაელაპარაკეთ. პირდაპირ უთხრათ, რომ მეტი გინდათ. მაშინ, არც გვერდით გახედვა მოგიწევთ;


* თუ ურთიერთობაში ერთმანეთი ამოწურეთ, საქმე ცუდადაა. ეს ღალატის ყველაზე საწყენი და გულწრფელი მოტივია. თქვენ ქორწინება მოგწონდათ, ახლა კი თითქოს ცალ-ცალკე ვითარდებით. ერთმანეთის აღარ გესმით და ცალ-ცალკე პოულობთ სიხარულს. დროა, ერთმანეთს გაეყაროთ. თუმცა, ამის გაკეთება, რა თქმა უნდა, ღალატის გარეშე სჯობს;


* ხანდახან ღალატის მიზეზი ძველი ტრავმა და მარტო დარჩენის შიში ხდება. ანუ, თუ მან ოდესმე გიღალატათ, მსხვერპლის როლის თამაში ერთხელაც აუცილებლად მოგბეზრდებათ და ანგარიშის გათანაბრების სურვილი გაგიჩნდებათ. ამ შემთხვევაში, ფსიქოთერაპიის კურსი დაგეხმარებათ.

წყარო: თბილისელები