უნდა გადახვიდეთ თუ არა ქმრის გვარზე - ეზოთერიკოსის რჩევა 

  • თბილისელები
  • 13 იანვარი 13:45

ადამიანის ბედზე სახელის გავლენასა და გვარის შეცვლის შესახებ ეზოთერიკოსი ჟურნალ "თბილისელებს" ესაუბრა.

მისი თქმით, ქალი ქმრის გვარზე გადასვლამდე კარგად უდა დაფიქრდეს, ვინაიდან გვარის შეცვლა ადამიანის ბედზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს.


"ადამიანი საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადადის. მისი სახელი კი ახალ გარემოში ძნელი ან უხერხული წარმოსათქმელია და ხდება მისი ადაპტირება, რაც პატრონს გარკვეულ თავისუფლებას ანიჭებს. მაგალითად, ჩემი მეგობარი მადონა, იტალიაში, იმის გამო, რომ იტალიურად მადონა ღვთისმშობელს ნიშნავს, გახდა კრისტინა, რასაც შესანიშნავად შეეგუა და რაც მთავარია, ცხოვრებაც რადიკალურად უკეთესობისკენ შეეცვალა. შეიძლება, ასევე, სახელის ფორმა არ მოსწონდეს ადამიანს. მაგალითად, თუ ეკატერინე ჰქვია, მის პირველ ნაწილს – "ეკას" ტოვებს და დანარჩენს მოკვეცავს, რადგან ასე უფრო კარგად ჟღერს მისთვის... დაბოლოს, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ სახელმა უკვე ამოწურა თავისი მისია და ცხოვრებაში ახალი ეტაპი ახალი სახელით უნდა დაიწყოს, რაც ახალ პოტენციალს გაუხსნის და რამდენიმე საფეხურითაც წინ წასწევს ცხოვრებაში, სახელი უნდა შეიცვალოს. მაგალითად, ჩემმა მეგობარმა, რომელიც 40 წლამდე ანა იყო, ოთხი ათეული წლის გადაბიჯებისთანავე გახდა ანამარია – ამ სახელით გახსნა ინტერნეტ-მაღაზია და დღემდე წარმატებულად მუშაობს. ასე რომ, სახელის შეცვლა სერიოზული ნაბიჯია – ნებისმიერი სახელი მანტრა, პირადი შელოცვა და ბგერათა შეხამებაა, რომელიც წარმოთქმისას განსაზღვრულ ენერგეტიკულ რყევას იწვევს სივრცეში, რასაც შესაბამისი შედეგიც მოჰყვება. ამიტომ, სანამ ქორწინების სახლში ხელს მოაწერთ და გვარის გამოცვლაზე დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით, გაიაზრეთ: მოგწონთ ქმრის გვარის ჟღერადობა? დადებითად რეაგირებთ, როცა ამ გვარით მოგმართავენ? ორგანულია ის თქვენთვის?", - ამბობს ეზოთერიკოსი გამოცემასთან საუბრისას.


წყარო.

წყარო: თბილისელები