უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ცნობილია

  • pia.ge
  • 12 იანვარი 11:19

12 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 14 იანვრამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ და სამხრეთ რეგიონებში) მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


მათივე ინფორმაციით, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.


მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge