რაულ ხაჯიმბა ბრძოლას აგრძელებს

  • pia.ge
  • 11 იანვარი 21:18

რაულ ხაჯიმბა მზად არის ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობისთვის კენჭი კვლავ იყაროს. 

აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ყოფილ დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტზე ვიტალი გაბნიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"პრეზიდენტი" არ გარბის, არ გაურბის პრობლემებს. საჭიროა კომპრომისი. ის მხად არის ხელმეორედ მიიღოს "არჩევნებში" მონაწილეობა. კანონის შესაბამისად რაულ ხაჯიმა მომდევნო თვის განმავლობაში "პრეზიდენტის" უფლებამოსილებას შეასრულებს",- აღნიშნა ვიტალი გაბნიამ.

შეგახსნებთ, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 9 იანვარს რაულ ხაჯიმბას გადადგომის წინადადებას მხარი დაუჭირა. მანამდე, 8 იანვარს ე.წ. პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა ალხას კვიცინიამ არჩევნების შედეგები უსამართლოდ მიიჩნია და სასამართლოსგან მისი უკანონოდ ცნობა მოითხოვა. ოპოზიციის მხარდამჭერები ქუჩაში სწორედ ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მათ სასარგებლოდ, ზეგავლენის მოხდენის მიზნით გამოვიდნენ. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც 2019 წლის 8 სექტემბერს ჩატარებული "საპრეზიდენტო არჩევნების" შედეგები უკანონოდ იქნა ცნობილი და არჩევნები განმეორებით უნდა ჩატარდეს. ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ოპოზიციის წარმომადგენლები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge