უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ცნობილია

  • pia.ge
  • 11 იანვარი 10:22

12 იანვარს, დღის ბოლოდან და 13 იანვარს კვლავ დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთაში და მაღალმთაში მოთოვს.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


მათივე ცნობით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.


რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსი იქნება.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge