რომელი თვეებია თქვენთვის იღბლიანი 2020 წელს

  • თბილისელები
  • 7 იანვარი 21:03

გთავაზობთ აღმოსავლური ასტროლოგიის რჩევებს – რომელი პერიოდი იქნება 2020 წელიწადში თქვენთვის იღბლიანი და წარმატებების მომტანი:

ძაღლის, კურდღლის, იგივე კატის, თხისა და ცხენის წელში დაბადებულებისთვის – მეტალის თეთრი ვირთხის წელი, ზოგადად, წარმატებულია. თქვენთვის კარგი და იღბლიანი თვეებია: თებერვალი, მაისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი და ნოემბერი. ამ თვეებში მიაღწევთ წარმატებას საქმეებში, სამყარო გამოგიგზავნით პოზიტივს, ჰარმონიას. თქვენ კი უნდა გააქტიურდეთ, რომ სასურველს მიაღწიოთ.


გველის, ღორის, მამლისა და ვეფხვის წელში დაბადებულებისთვის – 2020 წელი კარგია პირადი ცხოვრების მოსაწყობად, რადგან ამ მხრივ, ბევრი სიახლე და პოზიტიური მოვლენა გელით. თქვენთვის იღბლიანი და წარმატების მომტანი თვეებია: მარტი, მაისი, ივლისი, დეკემბერი.


დრაკონის, ხარის, ვირთხისა და მაიმუნის წელში დაბადებულებისთვის – ეს წელი საკმაოდ აქტიური და ფრთხილად გასავლელია, რადგან უყურადღებობით ან სხვების გავლენით, ხელიდან არ გაუშვათ ის წარმატების შანსი, რასაც იღბალი შემოგთავაზებთ. თქვენთვის განსაკუთრებით იღბლიანი და წარმატების მომტანი თვეებია: მაისი, ივნისი, აგვისტო, ოქტომბერი.

წყარო: თბილისელები