რა საიდუმლოს ფლობენ ქალები, რომლებიც მუდმივად ელეგანტურად გამოიყურებიან?

  • თბილისელები
  • 7 იანვარი 11:29

არიან ქალები, რომლებისთვისაც პრობლემას არ წარმოადგენს მოხიბლოს ნებისმიერი, ვისაც კი ის ცხოვრების გზაზე შეხვდება.

რა საიდუმლოს ფლობენ ისინი? იქნებ რაიმე ჯადოქრობა იციან. არაფერი ამის მსგავსი. ისინი იცავენ მთავარ პრინციპებს. მიბაძეთ მათ.


* იყო ელეგანტური ნიშნავს იყო დასამახსოვრებელი და არა თვალშისაცემი;


* მოდასა და სტილს შორის განსხვავებაა და ეს განსხვავება ხარისხშია;


* იაფფასიანი ფეხსაცმელი ყველაზე ცუდი ეკონომიაა, რაც შეიძლება ქალმა გააკეთოს. არასოდეს დაზოგოთ თანხა მასზე – ფეხსაცმელი თქვენი გარდერობის უმთავრესი შტრიხია;


* გამოიყურებოდე სექსუალურად, ნიშნავს, იყო თავდაჯერებული. ეს დამოკიდებულია არა მარტო თქვენს ფიზიკურ მონაცემებზე, არამედ სულიერ მდგომარეობაზეც;


* ელეგანტურობა არასოდეს გადადის მოდიდან, იმიტომ რომ საკუთარი სტილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოდის დროებითი ტენდენციები;


* ნუ გამოიჩენთ ზედმეტ გულმოდგინებას სამოსის შერჩევისას. ძლიერი ადამიანები ისე გამოიყურებიან, თითქოს სულაც არ აქცევენ დიდ ყურადღებას საკუთარ გარეგნულ იერს. სტილი, საბოლოო ჯამში, თვითგამოხატვაა. შეუძლებელია, გულწრფელ ადამიანს რამე არ უხდებოდეს;


* შავი და მუქი ლურჯი ყველაზე ტანადს აჩენს ადამიანს. აირჩიეთ ეს გამა და თამამად ჩაატარეთ ექსპერიმენტები ფორმებსა და ტექსტურაზე;


* დაუნანებლად დახარჯეთ ფული ფეხსაცმელებზე, ჩანთებზე, ქამრებზე... ანუ, აქსესუარებზე. მათი საშუალებით მუდამ შეიტანთ სიახლეს თქვენს ჩაცმულობაში. გაითვალისწინეთ, რა ფერის სამოსი გაქვთ და იყიდეთ მისი შესაბამისი აქსესუარები. შავს ლურჯი და ყავისფერი ერთნაირად უხდება. მნიშვნელოვანია საათიც. ის ბევრს ამბობს ადამიანზე;


* უპირატესობა მიანიჭეთ ნეიტრალური ფერის ქსოვილს სადა ნაყშით. ის დიდხანს არ გადავა მოდიდან;


* კარგად შერჩეული არომატი შესაძლოა, თქვენს მთავარ განმასხვავებელ შტრიხად იქცეს. ის პირველია, რასაც ადამიანები გრძნობენ, როცა შედიხართ და უკანასკნელი, რაც თქვენი წასვლის შემდეგ ქრება.

წყარო: თბილისელები