გიორგი მამალაძის ძმა პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე: სპექტაკლი დადგეს

  • pia.ge
  • 6 იანვარი 12:47

"დადგეს სპექტაკლი, რა სპექტაკლშიც მონაწილეობა მიიღო კათოლიკოს-პატრიარქმა და პრეზიდენტმა. ძალიან კარგად გამოუვიდათ, რადგან კარგი მსახიობები არიან", - ასე გამოეხმაურა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას.

როგორც თორნიკე მამალაძემ აღნიშნა, გადაწყვეტილება, რომ მისი ძმა რჩება საპყრობილეში, ეს არის არა საპატრიარქოს რომელიმე წევრის ან  საერო პირის გადაწყვეტილება, ეს არის თავად პატრიარქის ილია მეორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.


"რაც თქვა სალომე ზურაბიშვილმა, რა თქმა უნდა, დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილება არ არის. მე მაქვს ინფორმაცია, რომ თავად კათოლიკოს-პატრიარქმა სალომე ზურაბიშვილს პირად საუბრებში უარი უთხრა, გამომდინარე იქიდან, რომ წმინდა სინოდზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება და წმინდა სინოდის წევრებმა გააგზავნეს შუამდგომლობა. ეს იყო ფარსი კათოლიკოს-პატრიარქის მხრიდან, რადგან თავად ილია მეორემ წმინდა სინოდის წევრებიც კი მოატყუა. სინოდის წევრებს, თითოეულ მათგანს ლაფი დაასხა თავზე. მან საზოგადოება მოატყუა და ეცადა პასუხისმგებლობას გაქცეოდა. დადგეს სპექტაკლი, რა სპექტაკლშიც მონაწილეობა მიიღო კათოლიკოს-პატრიარქმა და პრეზიდენტმა. ძალიან კარგად გამოუვიდათ ეს, რადგან კარგი მსახიობები არიან. გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიღებული არ არის, რადგანაც თავიდანვე ჩანდა, რომ ის ვერ იქნებოდა დამოუკიდებელი. ეს გადაწყვეტილება, რომ ჩემი ძმა რჩება საპყრობილეში, ეს არის არა საპატრიარქოს რომელიმე წევრის, არა საპატრიარქოს საერო თუ სასულიერო პირის გადაწყვეტილება, ეს არის თავად პატრიარქის ილია მეორის გადაწყვეტილება. კათოლიკოს-პატრიარქმა იცის, რომ ჩემს ძმას ბევრი აქვს სათქმელი. კათოლიკიოს-პატრიარქი არის შეშინებული. მას ეშინია ჩემი ძმის, რადგანაც მას აქვს დანაშაულები პირადად ჩემი ძმის მისამართით", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.


ცნობისთვის, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.


პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა


პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე: ვერ მოვნახე არგუმენტი, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი

სრული ვერსიის ნახვა pia.ge