უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ცნობილია

  • pia.ge
  • 6 იანვარი 12:03

5-7 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს რაიონში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 


მათივე ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.


რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 6-7 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge