ფსიქოლოგებმა ურთიერთობის შემანარჩუნებელი მთავარი ფაქტორი აღმოაჩინეს

  • თბილისელები
  • 31 დეკემბერი 17:36, 2019 წელი

წყვილის ურთიერთობა მთელი ფილოსოფიაა. ყველა წყვილს საკუთარი "გაიდლაინი" აქვს. მაგრამ არსებობს მსგავსებაც.

კვლევების თანახმად, წყვილები, რომლებიც ჩხუბის შემდეგ მალე რიგდებიან, ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, დიდი ალბათობით, სამუდამოდ ერთად რჩებიან. ამ მოვლენის სათავე უფრო ღრმა ბავშვობაში უნდა ვეძებოთ.


ანუ, ვისაც "სანდო მიჯაჭვულობის" შინაგანი მოდელი ახასიათებდა, მოზრდილობისას უკეთესად აკონტროლებს ემოციებს და თავის ხელში აყვანაც უკეთესად გამოსდის.


რა არის "სანდო მიჯაჭვულობა" – ამ მოდელის თანახმად, ბავშვები გრძნობენ მზრუნველობას მშობლებისაგან და ენდობიან მათ. ასეთი პატარები კი გამძლეობის მაღალი უნარითაც გამოირჩევიან. იგივე ხდება მოზრდილობაშიც: ადამიანები, რომლებიც თავს დაცულად გრძნობენ და ენდობიან პარტნიორებს, მეტად აკონტროლებენ ემოციებს ყოველ სიტუაციაში, მათ შორის, კამათშიც. ასევე, შეუძლიათ ურთიერთობის სწრაფად აღდგენა კონფლიქტის შემდეგ. თუ ერთი პარტნიორი კონფლიქტის აღდგენის პროცესს მართავს, ეს მეორე პარტნიორისთვის და საერთოდ, ურთიერთობისთვის დამცავ ზონად იქცევა. ზოგიერთი წყვილი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ახერხებს ძალიან მწვავე დისკუსია უცებ სასიამოვნო საუბრად გადააქციოს.


ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ საკმარისია, წყვილში ერთ პარტნიორს ჰქონდეს დამამშვიდებელი გავლენის თვისებები და ურთიერთობის სწრაფად აღდგენის უნარი, რომ მათ შორის კავშირი აუცილებლად შენარჩუნდება.

წყარო: თბილისელები