ამბობენ, რომ სიყვარულის სწავლა შეიძლება, მაგრამ მას ნიჭი სჭირდება

  • თბილისელები
  • 31 დეკემბერი 16:42, 2019 წელი

სიყვარულსაც ნიჭი სჭირდება, უნარი, რომელიც ან გაქვს, ან არა. თუმცა, ამბობენ, რომ სიყვარულის სწავლაც შეიძლება. ამას უკვე მონდომება შეგაძლებინებთ.

თუ ისეთ წვრილმანებს გაითვალისწინებთ, რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, შესაძლოა, თქვენში ეს არაჩვეულებრივი გრძნობა გააღვიძოთ.


* გაითავისეთ, რომ სიყვარულს იმსახურებთ. მიეცით სწორი დანიშნულება და მიმართულება ამ გრძნობას;


* იზრუნეთ თქვენი რჩეულის ბედნიერ თვალებზე. თვალებით ხომ ყველაფრის თქმა შეიძლება. ბედნიერებაც ყველაზე მეტად თვალებს ეტყობა.


* გახსოვდეთ, სიყვარულში არ არსებობს საზღვრები და წესები. გააკეთეთ რამე მხოლოდ იმ ერთი წუთისთვის. რადგან ამ ერთ წუთშია თავმოყრილი ყველაფერი, თითქმის მთელი სიცოცხლე.


* ეცადეთ, არასდროს გაგიფუჭოთ რომანტიკულ განწყობა დაღლამ, წვიმამ, ყინვამ ან სხვა უმნიშვნელო გარემოებამ. გარემოს ხომ ჩვენით ვიქმნით.


* დაიჯერეთ, რომ სინამდვილეში, ურთიერთობები ძალიან მარტივია. დაივიწყეთ უსაფუძვლო და აზრს მოკლებული "პრინციპები" – მაგალითად, ჩვენ, ქალბატონები, ხანდახან განგებ ვაჩვენებთ პარტნიორებს თავს სუსტ არსებებად, რადგან გვსიამოვნებს, ჩვენ გვერდით ძლიერ კაცს ვხედავდეთ. არადა, ნებისმიერ ქალს შეუძლია, წამის მეათასედში იქცეს ძლიერად, თქვენ, უბრალოდ, იზრუნეთ იმაზე, რომ ეს არ დაგჭირდეთ..


* ნურასოდეს ატკენთ გულს საყვარელ ადამიანს. დააფასეთ ურთიერთობა, როგორც უძვირფასესი საჩუქარი. იგრძენით ეს სასიამოვნო პასუხისმგებლობა.


* ყოველთვის დაანახვეთ, რომ მისი პირველი გულშემატკივარი ხართ. თქვენგან წამოსული სტიმული არ ჰგავს სხვისას, ეს ის სტიმულია მთებსა და ზღვებს რომ გადაგადგმევინებთ. არასოდეს დატოვოთ საყვარელი ადამიანი მარტო ცხოვრების გამოწვევებთან.


* დაარწმუნეთ თქვენი რჩეული საკუთარ შესაძლებლობებში. გაუმყარეთ რწმენა არა მარტო საკუთარი თავისადმი, არამედ თქვენდამიც.


* თქვით: "მერე რა", თუ რაღაც ისე ვერ გააკეთა, როგორც საჭირო იყო.


* ხშირად გამოიყენეთ სიტყვები: "უკეთესად გამოგივა", "ერთად ვისწავლოთ", "გავაუმჯობესებთ" და სხვა მრავალი მოტივაციის ასამაღლებელი "ჯადოქრობა", რომ მოუნდეს თქვენთვის გემრიელი საჭმლის მომზადება ან, უბრალოდ, ჩახუტება.


* მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ მისი რჩეული – ეს განსაკუთრებული გრძნობაა.

წყარო: თბილისელები