რა არის ღალატზე უფრო მძიმე

  • თბილისელები
  • 31 დეკემბერი 16:04, 2019 წელი

არსებობს სამი განსაკუთრებული შეცდომა, რაც ღალატზე მძიმედ აღიქმება და შემდგომში "ჩუმად" – ანუ, ისე რომ რეალურ სიმპტომებს ვერ დაინახავთ, გაანადგურებს თქვენს ურთიერთობას.

ალბათ, ფიქრობთ, რომ ღალატზე უარესი არაფერი შეიძლება იყოს. მაგრამ სტატისტიკამ აჩვენა, რომ ღალატი იშვიათად ანგრევს ურთიერთობას. ქალებისა და კაცების უმეტესობა პარტნიორს ღალატს პატიობს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმრავლესობას ღალატი საკმაოდ მძიმედ გადააქვს, კრიზისი გადის და საბოლოოდ, მაინც ერთად რჩებიან. მაგრამ ის სამი განსაკუთრებული შეცდომა, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, დაუნდობლად დაასრულებს თქვენს კავშირს.


* უყურადღებობა – ანუ, როცა არ უთმობთ ერთმანეთს სათანადო დროს. ბუნებრივია, თქვენ ამას განგებ არ აკეთებთ, ვერც კი გრძნობთ, მაგრამ ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ ხშირად ხდება ასე. სხვადასხვა საქმით ზედმეტად დაკავებული სულ უფრო ნაკლებად უსმენთ ერთმანეთს, ნაკლებ დროს ატარებთ ერთად და აღარ იქცევით ისე, როგორც შეყვარებულები.


* ნდობის გაქრობა – აღარ ენდობით ერთმანეთს. ნდობის დეფიციტი ურთიერთობაზე საკმაოდ ნეგატიურად აისახება. პარტნიორის მიმართ უნდობლობა – ეჭვები ღალატზე დიდ დაძაბულობას იწვევს, რაც საკმაოდ დიდხანს რჩება. ზოგჯერ ხდება, რომ ტყუილ ეჭვს ღალატის პროვოცირებაც მოუხდენია.


* სიახლოვის დეფიციტი – ამაში მხოლოდ სექსი არ მოიაზრება, არამედ სიყვარულის გამოხატვის ყველა სხვა ფიზიკური და სიტყვიერი შესაძლებლობა. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ემოციური სიახლოვე, რის გარეშეც ფიზიკური და სექსუალური სიახლოვე არაფერია. არასდროს გამოიყენოთ შანტაჟისთვის თქვენი ინტიმური ურთიერთობა.


P.S. დაიმახსოვრეთ, ეს სამი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ურთიერთობას მაშინვე არ კლავს, ნელ-ნელა შლის და ისეთ დასასრულამდე მიჰყავს, როცა გამოსავალი აღარ რჩება. ადამიანები იტანჯებიან, ითმენენ, იმედი აქვთ, რომ რაღაც გამოსწორდება, უკთესობისკენ შეიცვლება... მაგრამ ბოლოს ვეღარ ითმენენ და მიდიან. ეს ერთ, გაუაზრებელ ღალატზე უარესია.

წყარო: თბილისელები