საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს დღეს ჩაკეტავს

  • pia.ge
  • 30 დეკემბერი 10:21, 2019 წელი

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 30 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით ქარძმანი-პერევის გადასასვლელი დაიკეტება.

საოკუპაციო რეჟიმი იმ ერთადერთ გამშვებ პუნქტს კეტავს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოსახლეობას ქართველი მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორისთან აკავშირებს.


ამ უკანონო გადაწყვეტილების მიზეზად საოკუპაციო რეჟიმი უსაფრთხოებას ასახელებს.


როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს ფაქტი მათ სოციალურ და ჰუმატიტარულ ფონს უფრო მეტად დაამძიმებს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge