საკრებულოში ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი დოხტურიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

  • pia.ge
  • 24 დეკემბერი 11:16, 2019 წელი

თბილისის საკრებულოში, გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი და "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ლევან ხაბეიშვილი კომისიის სხდომაზე უმრავლესობის ყოფილი დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის ყოფნას აპროტესტებდა.


"ამ კაცთან ერთად ვერ ჩაგატარებინებთ სხდომას", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.


ლევან ხაბეიშვილის აღნიშნულ კომენტარს, მასსა და გიორგი დოხტურიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რაც ფიზიკურ კონფლიქტში გადაიზარდა.


ცნობისთვის, ერეკლე კუხიანიძეს, როგორც საკრებულოს უმრავლესობა, ასევე, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დაატოვებინეს. ოპოზიცია ითხოვს, რომ ერეკლე კუხიანიძემ საკრებულოს დეპუტატის მანდატიცდატოვოს.


შეგახსენებთ, ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მიმართ კრიტიკული პოსტი დაწერა, რამაც მოქალაქეების და ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge