რჩევები ქალებს - როგორ უნდა მოაწონოთ თავი მამაკაცს

  • თბილისელები
  • 23 დეკემბერი 14:21, 2019 წელი

არ არსებობს მზა რეცეპტი, როგორ მოაწონოთ თავი საპირისპირო სქესის ადამიანს. მაგრამ არსებობს გასათვალისწინებელი ფაქტორები, რომლებიც გაგიადვილებთ, ეფექტი მოახდინოთ თქვენს რჩეულზე. სცადეთ და გამოიყენეთ ისინი. უნდა გაამართლოს.

დაიწყეთ იმით, რომ თავიდანვე სწორად შეაფასეთ სიტუაცია. ნამდვილად სერიოზულად ფიქრობთ ამ მამაკაცზე? იქნებ მასთან ხანგრძლივ ურთიერთობას არ აპირებთ? – ეს გეგმებს მთლიანად ცვლის. ჯერ თქვენ დაფიქრდით კარგად, განეწყვეთ და მერე დაიწყეთ რჩეულისთვის თავის მოწონება. კარგად დააკვირდით. გაარკვიეთ, რა მოსწონს, რით ერთობა, რა თემებზე ლაპარაკობს ყველაზე ხშირად. მარტო რომ დარჩებით, დაახასიათეთ. მთავარია, საკუთარ თავთან გულახდილი იყოთ და ყველა მისი ნაკლი დაინახოთ. აჯობებს, თავიდანვე ზუსტად იცოდეთ, რამ შეიძლება გაგაღიზიანოთ ერთად ცხოვრების დროს. საჭიროა მაქსიმალური ყურადღება და კარგი მახსოვრობა.


თუ რამე გაინტერესებთ მის შესახებ, აუცილებლად დაუსვით კითხვები და ყურადღებით მოუსმინეთ. ქალები ცუდი მსმენელები არიან. ეს ცნობილი ფაქტია და ურთიერთობაში პრობლემებს ქმნის. და, რაც მთავარია, მიეცით საშუალება, რომ ილაპარაკოს.


გახსოვდეთ, არ არის საჭირო თქვენი ინტელექტუალობის მაქსიმუმი გამოავლინოთ. მაშინაც თავშეკავებული იყავით, როცა საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ხართ.


ზედმეტად ჭკვიანი ქალები მამაკაცებს აფრთხობს. მამაკაცებს ძალიან მოსწონთ ორიგინალური და გამორჩეული ქალები. ჭირვეული, სნობი, ზედმეტად პრანჭია, პრეტენზიული ქალები საკმარისზე მეტია. დაანახვეთ მას, რომ გამორჩეული სამყარო გაქვთ. გააოცეთ ერთგულებით, ყურადებითა და უბრალოებით. მამაკაცები განსაკუთრებით აფასებენ ერთგულებას და იმდენ ჭკუას ქალში, რამდენიც მათ მამაკაცის პირადი სივრცის შეზღუდვის საშუალებას არ მისცემს.


ყველაფერს ერთბაშად ნუ "დააყრით" თავზე. ნელ-ნელა მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენ შესახებ.


უნდა იცოდეთ, რომ გარეგნობა მხოლოდ ხელის შემწყობი ფაქტორია და არა გადამწყვეტი. უბრალოდ, იყავით მუდამ ფორმაში. იზრუნეთ საკუთარ გარეგნობაზე ნორმის ფარგლებში. მაგალითად, ქალის ფორმაში ყოფნა მამაკაცისთვის ასე განიმარტება – ქალი უნდა იყოს ბუნებრივად ლამაზი, მოწესრიგებული და სუფთა. გადაჭარბებული მაკიაჟი ან გამომწვევი ტანსაცმელი კაცებს არ მოსწონთ, არც – მეტისმეტად მაღალი ქუსლები, ძლივს რომ დადიან. მაქსიმალური ბუნებრივობა ნებისმიერ ურთიერთობაში დაგეხმარებათ.


* არ ილაპარაკოთ ბევრი და გაუაზრებლად;


* საუბრისას ხელების ქნევა საჭირო არ არის;


* ჩაიცვით არა მოდისა და ფასის მიხედვით, არამედ გემოვნებით.


* ნებისმიერ სიტუაციაში იყავით ის, რაც ხართ.


იმისათვის, რომ ყველაფერი შედარებით მარტივი ასახსნელი იყოს, მოდი, დავიწყოთ თავიდან. მოგეხსენებათ, რომ თემა, რაც პირად ურთიერთობებს შეეხება, ძალიან ინდივიდუალურია, მაგრამ იმავდროულად, არის ბევრი ნიუანსი, რაც ყველა ურთიერთობაშია გასათვალისწინებელი. მოყვანილ ინსტრუქციაში თქვენთვის ბევრი რამ შეიძლება, ნაცნობი იყოს, მაგრამ გირჩევთ, მაინც გაამახვილოთ ყურადღება. იყავით ხალისიანი. შეეცადეთ, ითამაშოთ სიტუაციებით. აგრძნობინეთ მას, რომ მოგწონთ მის გვერდით ყოფნა. შეგიძლიათ, თამამად, თითქოს გაუაზრებლად შეეხოთ. იყავით პირდაპირი და გახსნილი. ხაზი გაუსვით, რომ გსიამოვნებთ მასთან ურთიერთობა, მაგრამ არ აფიქრებინოთ, რომ მასზე ხართ დამოკიდებული. ნურასდროს ილაპარაკებთ მასთან მოსაწყენ და სერიოზულ თემებზე, პირიქით, თქვენი შეხვედრა დროის ტარებასა და გართობასთან უნდა ასოცირდებოდეს.


წყარო.


 

წყარო: თბილისელები