შეხსენება მამაკაცებისთვის: არცერთი კაბა არ უხდება ქალს ისე, როგორც ღიმილი

  • თბილისელები
  • 17 დეკემბერი 14:15, 2019 წელი

რა უნდა ახსოვდეს კაცს ქალებზე, თუ უნდა, რომ ყოველთვის მათი ყურადღების ცენტრში იყოს.

* ქალი არის კაცის ერთადერთი საჩუქარი, რომელსაც ძვირად ღირებული "შესაფუთი" საშუალებები სჭირდება;

* თუ ქალი თევზი გგონათ, მაშინ ეს ის თევზია, რომელიც მეთევზეს თავად იჭერს;

* ქალი აღვიძებს კაცში სურვილებს, რომ მან შედევრები შექმნას, მაგრამ იმავდროულად, ხელს უშლის, რომ განახორციელოს ისინი;

* არცერთი კაბა არ უხდება ქალს ისე, როგორც ღიმილი;

* დიახ, ქალებს მოაქვთ წარმატება მამაკაცებისთვის, მაგრამ მამაკაცების უმრავლესობა, რატომღაც, მიიჩნევს, რომ წარმატებას მოჰყავს ქალები;

* ვინც ოჯახზე ამბობს, "დიახ", "დიახ" უნდა თქვას ერთადერთ ქალზეც;

* არაფერია გაბრაზებულ ქალზე უარესი, მაშინაც კი, თუ ის შეყვარებულია;

* დიახ, საოცარი ხალხია ქალები. ზოგჯერ რეალობასთან "მწყრალად" არიან, მათი გონება სადღაც შორს, რეალობის მიღმა ტრიალებს.

* მამაკაცებს აბრაზებთ ის, რომ ქალები ნებისმიერ რომანს აფუჭებენ, რადგან ცდილობენ, ის უსასრულობამდე გაახანგრძლივონ და გაასერიოზულონ.

* ქალი იტყუება, რომ საკუთარი გრძნობები დამალოს. იმიტომ რომ ფიქრობს, კაცი ამ გრძნობების გამო დასცინებს.

* თითქმის ყველა ქალს უნდა ერთგულება, სირთულე იმაშია, რომ ბოლომდე ერთგული მამაკაცი ძნელი საპოვნელია.

წყარო: თბილისელები