ვინ უღალატა ზაზა ურუშაძეს და როგორ გახდა ბავშობის მეგობარი მისთვის იუდა?

  • თბილისელები
  • 16 დეკემბერი 15:18, 2019 წელი

ზაზა ურუშაძის მეგობრის შვილი ლიკუნა რემკა რევიშვილი რეჟისორის კინოაკადემიიდან წამოსვლის პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრობს.

გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს:


- კინოაკადემიაში არაჯანსაღი პროცესები გაზაფხულის შემდეგ დაიწყო. ზაზასთვის მიუღებელი იყო გაურკვეველ პროცესებში ჩართვა. არავინ განუსჯია უბრალოდ, არაჯანსაღ პროცესებს მოშორდა და წამოვიდა.


 - იუდა ისკარიოტელი ჰყოლია გვერდით, მისი ბავშობის მეგობარი, ის ვისგანაც არ ელოდა ღალატსო, ჰყვებოდით...


- კონოაკადემიაში ამ ამბებმა რომ ჩაიარა, ზაზას ვეუბნებოდი, 27 წლის გოგო ვარ და აქ რომ არ მოგეყვანე ასეთ რამეს სხვაგან ვერ ვნახავდი-მეთქი. სახედაკარგულ ადამიანებს შევადარე ისინი, ვინც იქაურობის ხელში ჩასაგდებად იბრძოდნენ. ძალიან შინაურები იყვნენ და ძალიან შეეშალათ. ეს ადამიანი მართლა ზაზას ბავშობის მეგობარი იყო და იუდა აღმოჩნდა, რომელმაც მეგობრობა მატერიალურ კეთილდღეობაზე გაცვალა. 


- რა შეიძლება, გამხდარიყო მისი გარდაცვალების მიზეზი?


- არ ვიცი, ამაზე პასუხს ვერასდროს გაგცემთ დილით რომ გავიღვიძე, საოცრად სასიყვარულო წერილი დამხვდა მისგან. ყოველდღე სიყვარულში მაცხოვრებდა ეს ადამიანი. იმ დილით მწერდა, ჩემი შვილი ხარ მეამაყები, შენნაირი კარგი ადამიანი არ შემხვედრიაო. ამაზე მეტს ცხოვრებაში ვერავინ ვერაფერს მეტყვის...


რეჟისორი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.


ზაზა ურუშაძის მიერ გადაღებული ესტონურ-ქართული ფილმი "მანდარინები" 2013 წელს გამოვიდა. კინოსურათი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსსა და ოსკარზე, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში.


ზაზა ურუშაძის რეჟისორობით ასევე გადაღებულია ფილმები:


"მათთვის, ვინც მამამ მიატოვა" (1989);


"აქ თენდება" (1998);


"ცხელი ძაღლი" (2003-2009);


"სამი სახლი" (2008);


"დარჩი ჩემთან" (2011);


"ბოლო გასეირნება" (2012) ...

წყარო: თბილისელები