მთელი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

  • 16 დეკემბერი 14:29, 2019 წელი

მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზს პორტალი "ფორტუნა" ავრცელებს.

ვერძი – საკმაოდ ნაყოფიერი კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას და იდეების რეალიზაციას. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და საინტერესო ადამიანების გასაცნობად, ახალი პროექტების პრეზენტაციისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მთავარია, არ დაიზაროთ, სრულად გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები, მებრძოლი და შეუპოვარი ხასიათი, რაც ახალი სამსახურის მოძიებაში, საზოგადოებაში ავტორიტეტის მოპოვებასა და გავლენის სფეროების გაფართოვებაში დაგეხმარებათ.


კურო – შემოქმედებით კვირაში მთავარია სრულად გამოავლინოთ ნიჭი და შესაძლებლობები, თუმცა იმუშავოთ მშვიდად და თანმიმდევრულად. აუცილებლად მიიღეთ პარტნიორთა დახმარება, რადგან მხოლოდ მათი მხარდაჭერით შეძლებთ წინსვლას და პროფესიული წარმატების მიღწევას. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი ცვლილებების განსახორციელებლად, თუმცა ნუ ეცდებით ყველა საქმის ერთდროულად შესრულებას, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე, სწრაფად დაიღლებით და საერთოდ დაკარგავთ მუშაობის ხალისს.


ტყუპები – მართალია, სასიკეთო, მეტად დინამიური კვირაა, რომელიც აუცილებლად გაგაკვირვებთ სიურპრიზებით, მაგრამ ყურადღების გამოჩენა გმართებთ პირად და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობაში, რათა ერთი შეხედვით უმნიშვნელო კამათი არ გახდეს სერიოზული კონფლიქტის მიზეზი. კარგი პერიოდია იდეების რეალიზაციისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, არაა გამორიცხული მიიღოთ მემკვიდრეობა.


კირჩხიბი – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. მართალია, დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, გაგიჭირდებათ გარისკვა და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება, მაგრამ თუ დროს სწორად გაანაწილებთ სამსახურსა და დასვენებაზე, მაშინ ძველ იდეებსაც განახორციელებთ და სამომავლო გეგმებსაც თავისუფლად დასახავთ. კარგი პერიოდია ქორწინებისა და პარტნიორული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში შეიძინოთ ახალი სასიყვარულო პარტნიორი, რომელიც რადიკალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას.


ლომი – მეტად დინამიურ კვირაში არ გაგიჭირდებათ ნიჭის, საუკეთესო თვისებების გამოვლენა და იდეების განხორციელება. მთავარია, არ იზარმაცოთ და გართობასთან ერთად, არც პროფესიული ვალდებულებები დაივიწყოთ, მით უფრო, რომ სწორედ ახლა მიიღებთ კოლეგათა და ხელმძღვანელთა მხარდაჭერას. კარგი პერიოდია ახალი სამსახურის მოსაძიებლად, თუმცა არ ღირს ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება, რათა არ გამოგრჩეთ ყველაზე პრიორიტეტული, თქვენთვის მნიშვნელოვანი პროექტები.


ქალწული – მართალია, შეძლებთ პროფესიული ვალდებულებების შესრულებას, მაგრამ მაინც არ ღირს გადატვირთვა, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე, არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა. განსაკუთრებით წარმატებული პერიოდია კომერციულ საქმიანობაში ჩაბმულთათვის, რადგან სწორად ახლა შეძლებთ საკუთარი ნიჭის და უნარების სრულად გამოვლენას. მთავარია, გამჩინოთ მეტი ტაქტი და მოთმინება, თავშეკავება და დიპლომატია, რათა არ გაიფუჭოთ ურთიერთობა პარტნიორებთან.


სასწორი – მეტად პოზიტიური კვირაა, რადგან არ გაგიჭირდებათ პროფესიონალიზმის გამოვლენა და კარიერული წარმატების მიღწევა, შემოსავლის ახალი წყაროების მოძიება და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. არაა გამორიცხული მიიღოთ მაღალი თანამდებობა ან მოიძიოთ მეტად პერსპექტიული სამსახური. მთავარია, ყურადღება მიაქციოთ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებს და სწორად გამოიყენოთ მიღებული ინფორმაცია. კარგი პერიოდია ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, რადგან სწორედ საკუთარი ნიჭით შეძლებთ ხელმძღვანელთა დაინტერესებას და კოლეგების პატივისცემის დამსახურებას.


მორიელი – ნაკლებად იღბლიანი კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და დიდი ხნით დაკარგავთ აქტიურად მოქმედების ხალისს. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და სულსწრაფ გადაწყვეტილებებს, ფულის ფუჭად  ხარჯვას და მსხვილი კაპიტალის დაბანდებას, რადგან არცერთი ფინანსური პროექტი არ გაამართლებს. მეტიც, არაა გამორიცხული, სწორედ თქვენი შეცდომები, პარტნიორებთან კონფლიქტი იქცეს სერიოაზული მატერიალური ზარალის მიზეზი. ეცადეთ არ აჰყვეთ პროვოკაციას და მხოლოდ პირვერობით ნათქვამ ქათინაურებს, რადგან ბევრი სწორედ ასე ეცდება თქვენს ხარჯზე სარგებლის ნახვას.


მშვილდოსანი – ერთ-ერთი საუკეთესო კვირაა მთელი წლის განმავლობაში. საგრძნობლად გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ლიდერული და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის, დამატებითი ვალდებულებების აღებას და ყველა საქმის ბოლომდე მიყვანას. კარგი პერიოდია ახალი საქმიანი, რომანტიკული კაშირების გასაბმელად, პერსპექტიული სამსახურის მოსაძიებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მთავარია, გამოიჩინოთ ინიციატივა, არ დაელოდოთ სხვათა შეთავაზებას და იმოქმედოთ დამოუკიდებლად, მხოლოდ საკუთარ გამოცდილებაზე, ინტუიციაზე დაყრდნობით.


თხის რქა – მეტ-ნაკლებად იღბლიანი კვირაა, რადგან მხოლოდ კვირის მეორე ნახევარი აღმოჩნდება წარმატებული, კვირის დასაწყისში კი, საკმაოდ რთული პრობლემების დაძლევა მოგიწევთ. ყურადღება გამოიჩინეთ გარშემომყოფების მიმართ, რომლებიც ჭორებით და ინტრიგებით ეცდებიან თქვენი გეგმების ჩაშლას. ეცადეთ შემოიფარგლოთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის და არასტაბილური ჯანმრთელობის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ დამატებითი ვალდებულებების აღება და გაცემული დაპირებების შესრულება. კარგი პერიოდია ახალი ნაცნობების შესაძენად და საქმიანი კონტაქტების გასაფართოვებლად.


მერწყული – აქტიური კონტაქტების კვირაში ადვილად მოიძიებთ საერთო ენას გარშემომყოფებთან, რაც საქმიანი კავშირების გაფართოვებასა და ახალი პარტნიორების შეძენაში დაგეხმარებათ.  თამამად შეგიძლიათ მიმართოთ დახმარებისთვის მეგობრებს და კოლეგებს, რომლებიც საკუთარ თავზე აიღებენ თქვენი საქმეების შესრულებას და ნაწილობრივ გაგანთავისუფლებენ ვალდებულებებისგან. კარგი პერიოდია ვალების გასასტუმრებლად და შემდეგი წლისთვის გეგმების დასასახად.


თევზები – პოზიტიური კვირაა კარიერული განვითარებისა და საქმიანი კავშირების გასაფართოვებლად, რაშიც გაძლიერებული ინტუიციაც დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია ძველი კონფლიქტების მოსაგვარებლად და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. მიმართეთ დახმარებისთვის ახლობლებს, რადგან სწორედ მათი მხარდაჭერით შეძლებთ სირთულეების მინიმალური დანაკარგით დაძლევას. საქმიანი აქტიურობის მიუხედავად, ყურადღების გამოჩენა გმართებთ ჯანმრთელობის მიმართ, რადგან დასუსუტებული ენერგოტონუსის ფონზე სწრაფად დაიღლებით და შესძალოა გახდეთ ავადაც. მაქსიმალურად მოერიდეთ მასიური თავშეყრის ადგილებს, რადგან მაღალია ინფექციური დაავადებებით დასნეულების ალბათობა.


წყარო.