ერეკლე კუხიანიძე პარლამენტის თავმჯდომარეს: თუ ახსნას ითხოვ რაღას მემიჯნები?!

  • 16 დეკემბერი 14:27, 2019 წელი

თბილისის საკერებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე "ქრონიკასთან" სატელეფონო საუბრისას პრეტენზიას გამოთქვამს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მიმართ.

"მე არვიცი ძალიან უცნაური რაღაც ხდება. პარლამენტის თამვმჯდომარემ გააკეთა განცხადება და ითხოვს, რომ ავხსნა ჩემი განცხადება, რომელსაც ემიჯნება. თუ ახსნას ითხოვ, არ იცი რაზე ვისაუბრე წინასწარ რას ემიჯნები?!“- ამბობს კუხიანიძე.


შეგახსენებთ, რომ ერეკლე კუხიანიძემ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ექიმთან, ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადება გაავრცელა.


"ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც!" - დაწერა საკრებულოს წევრმა.