ელენე ხოშტარიამ საკრებულოში ერეკლე კუხიანიძის კაბინეტს აბრა მოხსნა

  • 16 დეკემბერი 14:02, 2019 წელი

"ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ თბილისის საკრებულოში, "ქართული ოცნების" დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის კაბინეტს აბრა მოხსნა.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მიმართ გაკეთებული განცხადების შემდეგ, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა და დეპუტატის მანდატი უნდა დატოვოს. 


ცნობისთვის, ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, სადაც მან საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი გააკრიტიკა. 


"ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც!" - დაწერა საკრებულოს წევრმა.