კანადაში 28 წლის ქართველი გარდაიცვალა

  • 16 დეკემბერი 13:40, 2019 წელი

კანადაში 28 წლის საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ახალგაზრდა მამაკაცი წარმოშობით თელავის რაიონიდან არის.

ის მეგობრებთან ერთად კანადაში, თითქმის, 7 წელია იმყოფებოდა.


გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მომხდარის მიზეზებისა და გარემოებების შესახებ, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობენ.


ცხედრის საქართველოში გადმოსვენების თაობაზე, ოჯახმა ოფიციალურ უწყებებს უკვე მიმართა.