"სალომე ზურაბიშვილს თავის ნაცვლად მხრებზე ქოთანი აბია და შიგნით, ტვინის ნაცვლად ლობიო უდუღს"

  • 16 დეკემბერი 13:27, 2019 წელი

ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემის წამყვანი გიორგი გაბუნია სალომე ზურაბიშვილს სულელ პრეზიდენტს უწოდებს.

„მთელი საქართველო ამ ქალის პრეზიდენტობას იტანს. სალომე ზურაბიშვილი ერთი შეხედვით კი ჰგავს ჩვეულებრივ ადამიანს, სინამდვილეში ამ ადამიანს, მე მგონი თავის ნაცვლად მხრებზე ქოთანი აბია და შიგნით, ტვინის ნაცვლად ლობიო უდუღს. რას აღარ ეძახიან მას - მოღალატე, რუსეთის აგენტი და ა.შ. აგენტობასაც და მოღალატეობასაც გონება სჭირდება, რომელიც სალომე ზურაბიშვილს ან მართლა არ აქვს, ან როგორც მინიმუმ მისი მოხმარების ინსტრუქცია აქვს დაკარგული. ჩვენ გვყავს სულელი პრეზიდენტი, ბევრად უფრო მძიმე სიტყვებიც მომდის ხოლმე თავში და მათგან ამჯერად ყველაზე უფრო მსუბუქი შევარჩიე - სულელი.


სრულიად შემთხვევით, რაიმე ნორმალურიც რომ მოაფიქრდეს, ამის წესიერად გადმოცემის უნარიც კი არ გააჩნია. ისე იტყვის, რომ საბოლოოდ ყველაზე დიდი სისულელე გამოუვა“, - ამბობს გიორგი გაბუნია.