ქუთაისში თემიდას მანტია შემოახიეს - აქცია ქუთაისში

  • 16 დეკემბერი 13:04, 2019 წელი

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით, პარტია "თავისუფალი საქართველოს" წევრები სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ და "თემიდას გაშიშვლება" განასახიერეს.

პარტიის თანათავმჯდომარის გოგი წულაიას თქმით, მათ სასამართოს შეურაცხყოფა სიმბოლურად აჩვენეს. უმრავლესობის ლიდერების გამოსახულებით პარტიის წევრებმა თვალებახვეულ თემიდას მანტია შემოახიეს.


"გამოვეხმაურეთ სასამართლოში განვითარებულ პროცესს და ვაჩვენეთ "ქართული ონების" სახე. სიმბოლურად სააპელაციო სასამართლოსთან მოვიყვანეთ თემიდა და ვაჩვენეთ, როგორ გააშიშვლეს "ქართული ოცნების" ლიდერებმა. ის, რაც ხდება სასამართლოში არის საშვილიშვილო დანაშაული და კარგს არაფერს მოგვიტანს. მოვუწოდებთ, ყველა ღირსეულ მოსამართლეს, ძნელია, მაგრამ არ უნდა იმუშაონ ღირსებააყრილ და გაშიშვლებულ სასამართლოში და უარი გამოუცხადონ სასამართლოს დაკნინებას",-განაცხადა გოგი წულაიამ.