რატომ აირჩიეს ადამიანებმა ამ დღისთვის ნაძვის ხე

  • 16 დეკემბერი 13:08, 2019 წელი

სოციალურ ქსელ "ფეიბუქში" დარეგისტრირებული გვერდი "ჩვენ ემიგრანტები" ახალი წლის დღესასწაულის მთავრი სიმბოლოს, ნაძვის ხის შესახებ საინტერესო ისტორიას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

"... შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს რატომ აირჩიეს ადამიანებმა ამ დღისთვის ნაძვის ხე. ... ლეგენდის მიხედვით: იესო რომ დაიბადა, ყველა ხე მივიდა მასთან და დაბადების დღე მიულოცა.


ნაძვის ხე კი იდგა და არ იძვროდა. ჩუმად ტიროდა.


... რატომ არ მიდიხარ იესოსთან მისალოცად? - ჰკითხეს ხეებმა. ... მე რომ ჩხვლეტია წიწვები მაქვს, მეშინია ყრმას რაიმე არ ვატკინო - უპასუხა ნაძვის ხემ. ... რა კეთილი ყოფილხარ - აღფთოვანდა ხეები. .....


გადმოცემის თანახმად: ამის გამო ღმერთმა დაასაჩუქრა ნაძვი. მისი გირჩები სხვადასხვა ფერად შეღება. მორთო ტკბილეულითა და ფერად-ფერადი სათამაშოებით. ცას ვარსკლავი მოსწყვიტა და გვირგვინად დაადგა. ....


სწორედ ამიტომ ნაძვის ხის წვერზე მდგარ ვარსკლავს "შობის ვარსკლავს" უწოდებდნენ. და შემდეგ ნაძვის ხე მუდმივად ირთვება".