ხვალ ბარბარობაა - რატომ აცხობენ ამ დღეს ლობიანს?

  • 16 დეკემბერი 12:51, 2019 წელი

ხვალ, 17 დეკემბერს ბარბარობაა.

ტრადიციის მიხედვით ამ დღეს ოჯახში ლობიანებს აცხობენ.  გთავაზობთ უგემრიელესი ლობიანის რეცეპტს


100გრ ლობიანი - 377კკალ


ინგრედიენტები:


ცომისთვის: ფქვილი 1კგსაფუარი 1ს/კშაქარი 1ს/კზეთი 2ს/კმარილი ½ ჩ/კთბილი წყალი რამდენსაც შეიზელს


გულსართი: ლობიო 1კგრაჭული ლორის ქონი 100გრმარილი გემოვნებით.


მომზადების წესიცომი: ფქვილს დავუმატოთ შაქარი, ზეთი, საფუარი, მარილი(მარილი საფუარს არ მოახვედროთ), მოვზილოთ თბილ წყალში, ცომი პირველად რომ ამოვა ჩავზილოთ და კიდევ რომ ამოვა მერე გამოვაცხოთ ლობიანები.


გულსართი: ვხარშავთ ლობიოს(ხარშვისას რამდენჯერმე ვუცვლით წყალს), კარგად რომ მოიხარშება წვენი გადავწუროთ, შევაზავებთ ღორის ქონით და მარილით, თუ მასას ცხიმი კარგად აქვს ლობიო არ გადმოიყრება. თუ მარხვაზე ხართ შეაზავეთ მცენარეული ცხიმით.


ლობიოს გუნდა და ცომის გუნდა ტოლები უნდა იყოს. ჩავდებთ ლობიოს ცომში, გავაბრტყელებთ და ვაცხობთ, გამომცხვარ ლობიოსაც ღორის ქონს ვუსმევთ ზემოდან(ან მცენარეულ ცხიმს მარხვის შემთხვევაში).


არსებობს ლობიანის კიდევ ბევრი ვარიაცია, ე.წ ქალაქური ვარიანტები, ამ დროს ლობიანს გულში შეგიძლიათ დაამატოთ მოშუშული ხახვი და ნიორი, სუნელები, შავი დაფქული პილპილი გემოვნებით, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ფენოვანი ცომი ფენოვანი ლობიანებისთვის, თუმცა გახსოვდეთ რომ ფენოვანი ცომი გაცილებით კალორიულია საფუარიან ცომთან შედარებით...


რა კავშირიშია ეს ტრადიცია დღესასწაულთან და რატომ აცხობენ ამ დღეს ლობიანს?


დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი: "ქრისტიანობისთვის დღესასწაულებთან დაკავშირებით რიტუალურად რაიმე სახის საზრდოს მომზადება, შეწირვა უცხოა. იშვიათი გამონაკლისი ძველი მსოფლიოს თვალთახედვიდან გამომდინარე, სიმბოლური დატვირთვით გვხვდება: პური, ღვინო, თევზი და წითელი კვერცხი. მათ მნიშვნელობებზე სხვა დროს ვისაუბროთ. საზრდოს შეწირვა წარმართული რელიგიებისთვის იყო დამახასიათებელი. ქართულ წარმართულ პანთეონში აქტიური ადგილი ეკავა მზის ღვთაებას და მის დედას აისს–ბარბალეს. მათდამი პატივსაცემად დღესასწაულზე აცხობდნენ მზის დიკოს ფორმის ღვეზელებს. ღვთაების მდედრობითი სქესისა და სახელთა დიდი მსგავსების გამო, რიგითი მორწმუნეების გარკვეულ ნაწილში მოხდა ორი სუბიექტის გაიგივება–აღრევა. ხაზგასმით ვამბობ, ეს არ იყო საეკლესიო სწავლება. მან ნელ-ნელა ხალხში გავრცელება ჰპოვა. ეს მხოლოდ საქართველოში მოხდა. ამგვარი რენესანსები გაუთვითცნობიერების ნაყოფი იყო. წარმართობის გაღვიძება სულიერი და კულტურული ჩავარდნის ეპოქაში ხდებოდა. გაიგივების გამო წმ. ქალწულმოწამე ბარბარეს დღესასწაულზე აცხობდნენ ბარბალესადმი მიძღვნილ ღვეზელებს.


კალენდარულად ერთი ფაქტორიც მოქმედებდა. ბარბალეს დღესასწული წელიწადში ორჯერ აღინიშნებოდა – მზის ბუდობის წინ, მზის ღვთაების შობამდე. მზის–ლილეს შობას ზეიმობდნენ იულიუსის კალენდრით 25 ივნისსა და 25 დეკემბერს. ვინაიდან ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენება აღინიშნება შობის მარხვაში, ხალხური მოქმედება ქრისტიანულ ჭრილში გატარდა და ღვეზელი სამარხვო მზადდებოდა. მოგვიანებით ამერიკის კონტინენტიდან ახალი კულტურული ჯიშების აქტიურმა პოპულაციამ ჩვენშიც ასახვა პოვა. ღვეზელის შემადგენლობაში ლობიომ დაიმკვიდრა. ლობიანის ცხობა წმ. ბარბარეს დღეს წარმართულია. მეტი განმარტებისთვის: ლობიანის გამოცხობა და მიღება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ წმიდა ბარბარესთან არაფერ კავშირშია."


შეგახსენებთ, წმიდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. ამჟამად მისი წმიდა ნაწილები კიევში, ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული და მათგან მრავალი სასწაული აღესრულება.


წმიდა დიდმოწამე ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის.


წყარო.