"როცა გარეთ გამოყავხარ ბიუჯეტს და არა იდეას, როცა გარეთ გამოყავხარ "ხელმძღვანელობას" და არა სინდისის ხმას"

  • 15 დეკემბერი 23:35, 2019 წელი

პოეტი რატი ამაღლობელი თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას გამოეხმაურა.

"როცა გარეთ გამოყავხარ ბიუჯეტს და არა იდეას, როცა გარეთ გამოყავხარ "ხელმძღვანელობას" და არა სინდისის ხმას, როცა გამოყავხარ საჯარო სექტორში დასაქმებულის სტატუსის დაკარგვის შიშს და არა ქვეყნის განვითარებასა და მომავლზე წუხილს, მაშინ გაიხსენე, რომ შენზე გაცილებით მეტი გამოყავდათ 1 მაისისა და 25 თებერვლის "საზეიმო", "წითელ" დემონსტრაციებზე, ხოლო პარალელურად მერაბ კოსტავა მარტო იჯდა ციმბირის გულაგებში და სასჯელს იხდიდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის გამო, (10 წელზე მეტი) მაშინ მას დიდი უმრავლესობა "გიჟსა" და "შეშლილს" ეძახდა და ვინ მოიგო ეს ბრძოლა - მერაბ კოსტავამ და საქართველოს დამოუკიდებლობამ. დღესაც იგივე ხდება და ეს მძიმე ხვედრი ვაჟა გაფრინდაშვილს ერგო, რომლიც ახლა მარტოა ცხინვალის იზოლატირში, თუმცა მტკიცეა, როგორც მერაბ კოსტავა. ვაჟა ექიმო გაუძელი"- წერს რატი ამაღლობელი.