ვინ არის ქალი რომელმაც საზოგადოებას თავი "ქართული ოცნების" აქცია-ღონისძიებიდან დაამახსოვრა

  • 15 დეკემბერი 23:26, 2019 წელი

"ოცნების" აქციის მონაწილე, რომელმაც გუშინ საზოგადოებას თვალის ჩაკვრით დაამახსოვრა თავი, ანტისაოკუპაციო აქციებზე პროვოკაციის მოწყობა სცადა.

ზაფხულში, მაია ლომიძე პარლამენტის წინ ზუკა ბერძენიშვილს დაუპირისპირდა.
ირკვევა, რომ მსახიობი მაია ლომიძე, კაზინოების ხშირი მომხმარებელი იყო. მისი თქმით, კაზინოებში სიარულს ეკლესიის წყალობით დაანება თავი.


"მორწმუნე ვარ, პარალელურად ეკლესიაში დავდიოდი და ამან გადამარჩინა. რამდენიმე აღსარებაზე მამაოს ერთი და იმავე ცოდვის შესახებ ვუყვებოდი. მან ხელი არ მკრა, მაგრამ მკაცრად მომთხოვა, დროა, შეწყვიტოო. სერიოზულად დამაფიქრა იმაზე, რომ ეს არ უნდა გაგრძელებულიყო. რომ არა ეს ფაქტი, ჩემი აზარტულობის გამო, შეიძლება, კაზინოში ჩავრჩენილიყავი, თამაშს ვერ შევეშვებოდი" - ამბობს მაია ლომიძე.


წყარო