რას ამბობს თვითმხილველი, რომელიც 15 წლის მოზარდის გამოკითხვისას პოლიციის განყოფილებაში იყო

  • 15 დეკემბერი 21:48, 2019 წელი

სოციალურ ქსელში და სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა პოლიციის მხრიდან ზეწოლის გამო სცადა, სოციალურ ქსელში ეხმიანება თვითმხილველი.

როგორც თვითმხილველი ამბობს, პოლიციის განყოფილებაში იყო მაშინ, როცა იქ 15 წლის მოზარდი მიიყვანეს.


"არ ვიცი ვინ არის ეს ადამიანი და რას ემსახურება, მაგრამ კარგად ვიცი რა მოხდა იმ დღეს პოლიციაში. ეს ბავშვი იკითხებოდა დედის თვალწინ და აქ არ იყო იმის მტკიცება, რომ სკოლის კედელზე რაიმე წარწერა გააკეთა. არავის ზედმეტი არ უკადრებია, მოკრძალებით ჰკითხავდა ქალი გამომძიებელი. სხვისკენ ხელის გაშვერა მარტივია და საკუთარი დანაშაულის გადაბრალება. მე ვარ ცოცხალი თვითმხილველი ამ საქმის და შემსწრე, ყველა სიტყვა და მოქმედება ჩემს თვალწინ ხდებოდა“, - წერს თიკო კეჟერაშვილი.


ცნობისთვის, 11 დეკემბერს თბილისში 15 წლის ბიჭმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადახტა ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზად სამართალდამცველების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა განიხილება.


წყარო