გიგა ბოკერია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს 

  • 15 დეკემბერი 20:15, 2019 წელი

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. აღნიშნულის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბოკერიას თქმით, გამოკითხვაზე მაშინ მივა, როცა მაგისტრი მოსამართლე დაიბარეს.


"შემიძლია დაგიდასტუროთ, ოფიციალურად დამიკავშირდა გამომძიებელი და ხვალ დამიბარა გამოკითხვაზე. ვსარგებლობ იმ უფლებით, რომ მაგისტრმა მოსამართლემ დამკითხოს. ხვალ არ ვაპირებ მისვლას, როცა მაგისტრი მოსამართლე დამიბარებს მაშინ მივალ.ინფორმაცია, რომელიც მედიას ჰქონდა ოფიციალურად დადასტურდა", - განაცხადა ბოკერიამ.


არსებული ინფორმაციით, გამოკითხვა ეხება უშიშროების საბჭოს საქმიანობის გამოძიებას, რომლის მდივანიც გიგა ბოკერია იყო.