"ჩემი გარდაცვლილი პაციენტის შვილი ჩემს მოკვლას აპირებდა"

  • 15 დეკემბერი 19:39, 2019 წელი

ორი დღის წინ, მედცენტრის ექიმს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ზვიად ბახტაძეს გარდაცვლილი პაციენტის შვილი კლინიკაში მიუვარდა.

გარდაცვლილი პაციენტის შვილი, სამსახურეობრივი ვალდებულების შესრულების დროს ექიმს კლინკაში  დანით მიუვარდა.


"პრაიმტაიმი“ დეტალების გასარკვევად დაუკავშირდა ექიმ ზვიად ბახტაძეს. ექიმის თქმით, ეს უკვე მეორე შემთხვევაა მასზე თავდასხმის და სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის. 


ზვიად ბახტაძე: "ეს იყო ჩემი ყოფილი პაციენტის, გარდაცვლილი პაციენტის შვილი,  რომელიც მომივარდა სამსახურეობრივი ვალდებულების შესრულების დროს, ჩემს სამუშაო გარემოში დანის მუქარით, სიცოცხლის ხელყოფის მცდელობით, აპირებდა ჩემს მოკვლას. თუმცა,  გადამარჩინა ჩვენმა დაცვის თანამშრომელმა. მდებდა ბრალს მამის მკვლელობაში. თუმცა,  მისი მამა გარდაიცვალა ჩვენს კლინიკაში 27 ნოემბერს.  ის ჩვენთან 18 დღის განმავლობაში გადიოდა მკურნალობას.


ის შემოვიდა ჩვენს კლინიკაში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით და გულის გაჩერებით. მისი მდგომარეობა გართულდა და გადავიდა კომატოზურ მდგომარეობაში. მას ჰქონდა თანმხლები დაავადებები, რომელზეც ის მკურნალობდა ჩვენთან მოსვლამდე ხანგრძლივად.  ეს დაავადებები იყო:  ფილტვის  ავთვისებიანი სიმსივნე, შარდის ბუშტის ავთვისებიანი სიმსივნე, ასევე გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი, ჩატარებული ჰქონდა სტენტირებები, ჰქონდა ძალიან დაბალი განდევნის ფრაქცია -  20%. ეს დაახლოებით სამჯერ ნაკლებია, ვიდრე ნორმაა. ასევე, მას ჰქონდა ამპუტირებული ქვედა კიდური.


პაციენტი 70 წლამდე ასაკის მამაკაცი იყო. მკურნალობის პროცესში არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს, არც გარდაცვლილი პაციენტის ნათესავებს, მეუღლეს , ძმას და ასე შემდეგ, ჩვენთან არანაირი სახის პრობლემა არ ჰქონია. იყო სრული კომუნიკაცია და მათ ესმოდათ პაციენტის მდგომარეობის სიმძიმე.


წაიკითხეთ სრულად.