საკვირაო წირვაზე საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა პატარა ანიტა ლოცვებში მოიხსენია და დალოცა

  • 15 დეკემბერი 14:05, 2019 წელი

პატარა ანიტას ახლობელი, დავით ფაცაცია სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც ანიტასთვის შექმნილმა ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა:

"მოგესალმებით ანიტას გულშემატკივრებო დღეს საკვირაო წირვაზე საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ მოიხსენია და დალოცა ანიტა კვეთაზე და ამბიონზე. ყველაფერი კარგად იქნება


ღმერთი ჩვენთანაა"- წერს დავით ფაცაცია. 


შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის პატარა ანიტას მდგომარეობა მძიმეა, არცერთი ქვეყანა,არცერთი კლინიკა, არცერთი ექიმი ხელს არ კიდებს ანიტას, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს მოლაპარაკებები.