ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი და მხარდამჭერები საოკუპაციო ხაზთან საპროტესტო აქციას მართავენ

  • 15 დეკემბერი 13:51, 2019 წელი

საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები, მხარდამჭერები და კოლეგები საოკუპაციო ხაზთან სოფელ ოძისში მშვიდობიან, საპროტესტო აქციას მართავენ. 

აქციის მონაწილეები თეთრი ხალათებით, ბანერებზე წარწერით "თავისუფლება ვაჟა ექიმს" ქართველი ექიმის უკანონო დაკავებას აპროტესტებენ.


ცნობისთვის,9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საოკუპაციო ძალებმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის დააკავეს.მას შემდეგ რაც ექიმმა საკუთარ ქვეყანაში საზღვრების არსებობა არ აღიარა, მას ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.13 დეკემბერს ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ექიმი გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.