5 ულამაზესი ადგილი თბილისთან ახლოს, სადაც დაუვიწყარ დროს უფასოდ გაატარებთ

  • 15 სექტემბერი 16:38

თუ შემოდგომის მზიანი დღეების  მეგობრებთან ერთად გატარება გსურთ,  დაიჯესტი გთავაზობთ 5 ადგილის, სადაც დაუვიწყარ დროს გაატარებთ.

მიუხედავად დროის შეზღუდული რესურსისა, შეგიძლიათ, დასვენების დღეები მშვიდ გარემოში, სუფთა ჰაერზე და თანაც ქალაქთან ახლოს გაატაროთ:


1. საბადურის ტყე



საბადურის ტყე მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და შედის თბილისის ეროვნული პარკის შემადგენლობაში.


საბადურის ტყეში მოწყობილია ტურისტული ინფრასტრუქტურა, საპიკნიკე, საკარავე და ცეცხლის დასანთები ადგილები. ასევე, განთავსებულია საინფორმაციო დაფები.


საბადურის ტყე წლის ყველა სეზონზე ძალიან ლამაზია, თუმცა ზამთარსა და შემოდგომაზე განსაკუთრებით ჯადოსნურია.


ბაგინეთი



თუ ბაგინეთში არ ყოფილხართ და ქვეყნის ისტორიის პირისპირ შეხვედრა გსურთ, დროა ქალაქიდან გახვიდეთ!  ასასვლელი სამანქანო გზიდანაა, თუმცა შედარებით რთულად სავალი ბილიკიც აქვს.


კოჯრის ციხე



კოჯრის ციხე (ქოროღლის ციხე) მდებარეობს თბილისში, დაბა კოჯრის სამხრეთით 2 კმ–ზე, აზეულას მთაზე. კოჯრის ციხიდან დიდი სივრცეები და ულამაზესი ხედები იშლება. ეს შესანიშნავი ადგილია პიკნიკისთვის, განტვირთვისთვის, ბუნებაში მშვიდი დასვენებისთვის. თუკი ძალიან დაკავებული ხართ და დრო დიდი პრობლემაა თქვენთვის, კოჯრის ტყე მთელი კვირის სტრესისგან გაგათავისფლებთ და ახალი შთაბეჭდილებებით აგავსებთ. შემაღლებულზე მდგომი ციხე თქვენი მეგობარი და თავშესაფარი გახდება. 


უძოს მონასტერი



უძოს მთა თბილისის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოების მთაწმინდის ქედის თხემზე მდებარეობს. მისი სიმაღლე სიმაღლე 1416 მეტრია. სწორედ უძოს მთაზე დგას წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერი, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. აქ სასიამოვნო, გრილი ტყითაც შეძლებთ დატკბობას და გაშლილი სივრცეებითაც.


ჭილის ტბა



ჭილის ტბა მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ თელოვანში მდებარეობს, მუხათგვერდის სასაფლაოდან რამდენიმე კილომეტრში, ზღვის დონიდან 1130 მეტრზე. ტბა ლამაზია წლის ყველა სეზონზე, მწვანეში ჩაფლული, შემოდგომის ფერებით აფერადებული თუ ზამთრის სითეთრეში გახვეული. ჭილის ტბა ზამთარში იყინება ისე, რომ ყინულზე სეირნობაც შეგიძლიათ. ამ ადგილს თევზაობის მოყვარულებიც ხშირად სტუმრობენ. აქ შეგიძლიათ როგორც საპიკნიკედ გასეირნება, ასევე მცირე ლაშქრობის მოწყობა. გზად თბილისისა და კავკასიონის ულამაზესი ხედებითაც დატკბებით.