გურამ შეროზია: აი ამ წარწერის გამო - 15 წლის ბიჭი ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს

  • 14 დეკემბერი 11:42, 2019 წელი

ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში, თბილისში არასრულწლოვანის მიერ სკოლის კედლებზე გაკეთებულ წარწერებს ეხმაურება.

"აი ამ წარწერის გამო - 15 წლის ბიჭი ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს...


სავარაუდოდ, უსახსრობის გამო კერძო სკოლიდან საჯაროში გადაიყვანეს, მოზარდმა პროტესტის გამოხატვა სცადა და შედეგად, აი... აღარ ვიცი, რა ვთქვა...!"- წერს შეროზია.


შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს თბილისში 15 წლის ბიჭმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადახტა.


ექიმების ინფორმაციით, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და სავარაუდოდ, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ როგორი განვითარდება რეაბალატაციის პროცესი, ახლა ამის თქმა შეუძლებელია.