თბილისის საკრებულოს წევრი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს - "მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები"

  • 14 დეკემბერი 10:51, 2019 წელი

თბილისის საკრებულოს დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" ერეკლე კუხიანიძე ცხინვალში დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის გუშინდელ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

გთავაზობთ სტატუს, რომელსაც კუხიანიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს:


"ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით - როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ... ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება - ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც! :(((((((."


ცნობისთვის, გუშინ ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.