როგორი ამინდი იქნება საქართველოში?

  • 14 დეკემბერი 10:24, 2019 წელი

საქართველოში 15 დეკემბრის ჩათვლით უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.


რაც შეეხება 16 დეკემბერს, სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. მაღალმთაში მოთოვს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.


"თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსია მოსალოდნელი",-აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.