გზის პირას ძაღლი მთელი დღე პატრონს ელოდა

  • 14 დეკემბერი 10:11, 2019 წელი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისთან, გზის პირას, ძაღლი რამდენიმე საათია ერთ ადგილზე გაუნძრევლად იმყოფება.

ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს. მათივე ცნობით, ერგნეთისკენ მიმავალმა ჟურნალისტებმა ის ჯერ კიდევ დღის საათებში შეამჩნიეს. ერგნეთიდან დაბრუნებისას ძაღლი კვლავ ძველ ადგილზე დახვდათ. ჟურნალისტ გიორგი ახალკაცის ცნობით, ძაღლი თითქმის 3-4 საათია, სავარაუდოდ, პატრონს ელოდება.