"კედლის წარწერები ყოველთვის სიმართლეს ამბობენ"

  • 13 დეკემბერი 22:58, 2019 წელი

კლუბ ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი თბილისში არასრულწლოვანის მიერ სკოლის კედელზე გაკეთებული წარწერის ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს რომ, პოლიციელთა ფსიქოლოგიურმა ძალადობამ არასრულწლოვანი თვითმკვლელობამდე მიიყვანა. 

"ამ უსამართლო ცხოვრებას რა ვუთხარი მართლა, თორემ ქუჩები სავსე უნდა იყოს 15 წლის მოზარდის გამო, რომელმაც სკოლაში ამ შინაარსის წარწერები დატოვა. "ცოდნის სახლმა" ნამდვილი კრიმინალი გამოიჭირა და სისტემას მოუხმო, "დანაშაულის აღიარების" მიზნით პოლიციელთა ფსიქოლოგიურმა ძალადობამ და მუქარამ კი არასრულწლოვანი თვითმკვლელობამდე მიიყვანა. ბიჭი ამ დრომდე უმძიმეს მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კედლის წარწერები ყოველთვის სიმართლეს ამბობენ. წესით კი არა, ქუჩები უნდა აივსოს, მალე", - წერს ნაჯა ორაშვილი.



11 დეკემბერს თბილისში 15 წლის ბიჭმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადახტა.


ექიმების ინფორმაციით, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და სავარაუდოდ, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ როგორი განვითარდება რეაბალატაციის პროცესი, ახლა ამის თქმა შეუძლებელია.