აჩიკო მეფარიძეს 600 ძირი ვარდი აქვს

  • 12 დეკემბერი 23:53, 2019 წელი

მომღერალ აჩიკო მეფარიძეს საკუთარ ბაღში 600 ძირი ვარდი აქვს. მისი თქმით, ვარდები მისი სიმდიდრეა.

"ჩემს ბაღს ძალიან დიდი ისტორია აქვს. 600 ძირი ვარდი მაქვს. სიმდიდრეა ჩემთვის, რადგან ძალიან მომწონს ეს ყვავილი. მაინც დედოფალია. სულ მინდოდა მუდმივად მწვანე ყოფილიყო ჩემი ბაღი და ძალიან ბევრი წიწვოვანი ხე მაქვს. კერძოდ, ვერცხლის ნაძვები, ჯუჯა ნაძვები. ბაღის ერთ ნაწილში ბევრი ხეხილია და გაცილებით სასიამოვნო ნაწილია" - ამბობს აჩიკო მეფარიძე.


წაიკითხეთ სრულად