ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე: წესით ხვალ უნდა გამოუშვან

  • 12 დეკემბერი 23:28, 2019 წელი

"ვფიქრობ, რომ თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ხვალ უნდა გამოუშვან" - ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე.

თამილა ლაფანაშვილს იმედი ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ გაუჩნდა.


"მე ძალიან დადებითი მოლოდინებით ვარ განწყობილი და იმედია, არ გამიცრუებენ. ვფიქრობ, რომ თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ხვალ უნდა გამოუშვან. იმედი უფრო ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ მომეცა. იმდენმა ქვეყანამ და მსოფლიო თანამეგობრობამ გამოუცხადა სოლიდარობა და ჟენევის მოლაპარაკებებზეც იმდენად აქტუალური და პირველი თემა იყო, რომ მემგონი რაღაცამ უნდა იმოქმედოს, მინდა დავიჯერო ყოველ შემთხვევაში" , - ამბობს თამილა ლაფანაშვილი.


წაიკითხეთ სრულად