გიორგი უშიკიშვილი: კახური სიმღერის უკანასკნელი მოხიკანი გარდაიცვალა

  • 12 დეკემბერი 22:44, 2019 წელი

სოციალურ ქსელში მომღერალი გიორგი უშიკიშვილი საკუთარ გვერდზე პოსტს, ავრცელებს და წერს, რომ ანდრო სიმაშვილი, კახური სიმღერის უკანასკნელი მოხიკანი გარდაიცვალა.

"დაიჯესტი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


"კახური სიმღერის უკანასკნელი მოხიკანიც გარდაიცვალა. სანდრო სიმაშვილი, მრავალი თაობის ამღზრდელი. სიცოცხლის ბოლო წუთამდე საქართველოზე მოფიქრალი კაცი. ჩვენი პედაგოგი და მეგობარი. ანდრო სიმაშვილის გარდაცვალებით დასრულდა ეპოქა. ეპოქა სადაც ის წარსულის მარგალიტებს უხვად აფრქვევდა და გვასაჩუქრებდა. ანდრო პაპას გარდაცვალება დიდი დანაკლისია საქართველოსთვის. დანაკლისია მათთვის ვინც იცის ქართული ხალხური სიმღერის ფასი.


დიდი მადლობა მას ღირსეული ცხოვრებისთვის. მადლობა რომ გვასწავლა, გვარიგებდა და მუდამ ჩვენს გვერდით იდგა


მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა" - წერს უშიკიშვილი.