“და ჩვენ ვიცეკვეთ”, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსს "თანასწორობის ჯილდო" გადაეცა

  • 12 დეკემბერი 22:15, 2019 წელი

გთავაზობთ გამარჯვებულების სიას და მოკლე ანოტაციებს, რომლის ავტორიც ღონისძიების ორგანიზატორები არიან.

თანასწორობის მოძრაობის ინფორმაციით, ჯილდოს მფლობელები შეარჩია სპეციალურმა ჟიურიმ, რომელშიც თანასწორობის მოძრაობის, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თემის წევრები შედიოდნენ, ხოლო მეცხრე ჯილდო თანასწორობის მოძრაობამ გადასცა გამარჯვებულს.


"თანასწორობის ჯილდოს" მფლობელია ადამიანი, რომელიც მრავალი წელია საქმითა თუ სიტყვით, ქადაგებებითა და შთამბეჭდავი საჯარო წერილებით აძლიერებს ლგბტ თემს. ჩვენ მას ვიცნობთ როგორც თანასწორობისა და ადამიანურობის უპირობო დამცველს, ვისთვისაც ადამიანი არის უმთავრესი და არა იერარქიის სათავეში ყოფნა. იგი არის მღვდელმთავარი, რომელიც მაგალითს გვაჩვენებს, რომ მღვდელმსახურება სწორედ ადამიანებზე ზრუნვაა. თანასწორობის ჯილდო გადაეცცა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსს, მალხაზ სონღულაშვილს.


წაიკითხეთ სრულად