სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა ატირებულ ბავშვს შოკოლადები აჩუქა

  • 12 დეკემბერი 21:31, 2019 წელი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამარშრუტო ტაქსის მძოლმა ატირებულ პატარას შოკოლადები აჩუქა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

"დაიჯესტი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


"39 ნომერი "მარშუტკის" მძღოლი


პატარა ბავშვი ტიროდა შოკოლადი მინდაო, ბებია ხურდას ითვლიდა, რომ ჩავალთ გიყიდი, მგონი მოგვივაო და უცებ მძღოლმა გააჩერა, გადაირბინა და შოკოლადით ხელში დაბრუნდა.
ყოველთვის, როცა ადამიანების რწმენას ვკარგავ , გამოჩნდება ხოლმე ადამიანი, ვინც ამ რწმენას მიბრუნებს."- წერს სოციალური ქსილის მომხმარებელი.