რომელ ფილმებს უნდა უყუროთ ახალი წლის დადგომამდე?

  • 12 დეკემბერი 21:09, 2019 წელი

ფილმებს თუ დავუჯერებთ ახალი წელი სავსეა გამორჩეული და დაუჯერებელი ისტორიებით.​

 

ფილმებ, რომლებიც თქვენს საახალწლო განწობაზე იზრუნებენ:


1. მარტო სახლში


რვა წლის კევინი მშვენივრად ართმევს თავს სიტუაციას მას შემდეგ , რაც საშობაო არადადეგებზე გამგზავრებულ ოჯახს ის შემთხვევით სახლში დარჩება. როდესაც ორი მძარცველი კევინის სახლს თვალს დაადგამს, მოხერხებული ბიჭი კარგად მოემზადება თავისი ტერიტორიის დასაცავად. საყვარელი, ცელქი კევინი თავს იცავს სასაცილო მახეების დაგებით, ამასობაში კი გაგიჟებული დედამისი სახლში დაბრუნებას ცდილობს.


2. როგორ მოიპარა გრინჩმა შობა


ჯადოსნური ქვეყანა ჰუვილი ფიფქის შიგნითაა. ჰუვილში ცხოვრობენ ჰუები, კატის სახიანი მუტანტი ხალხი. ჰუებს ძალიან უყვართ შობა, გრინჩისგან განსხვავებით, რომელიც ჰუვილითან ახლოს ცხოვრობს და გეგმავს შობის მოპარვას ჰუვილელებისგან, რომლებსაც იგი ვერ იტანს. პატარა ბავშვი სინდი ლიუ კი გრინჩათან დამეგობრებას გადაწყვეტს.


3. ავგუსტ რაში


ეს არის ფილმი, რომელსაც შეგიძლიათ დაუსრულებლად უყუროთ და არ მოგბეზრდეთ. მუსიკალური დრამა, ზღაპრული ელემენტებით, სადაც ობოლი მუსიკალური ვირტუოზი მის ნიჭს იყენებს იმისათვის, რომ ნამდვილი მშობლები იპოვნოს.


4. რეალური სიყვარული


2003 წელს რეალურმა სიყვარულმა მსოფლიოს კინოეკრანები დაიპყრო და კინომოყვარულთა დიდი სიყვარული დაიმსახურა. ბრიტანული რომანტიკული კომედია ადამიანებზეა, რომელთაც როგორც აღმოჩნდება საერთო რამ აკავშირებთ. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, ისინი ერთმანეთს დაშორდებიან, მღელვარება მატულობს და შობაც ახლოვდება.


5. ელფი


უამრავი წლის წინ პატარა ბავშვი სანტა კლაუსის ტომარაში დაიმალა და მასთან ერთად შორეულ ჩრდილოეთ პოლუსზე გაემგზავრა. საცოდავი პატარა ელფების შორის აღმოჩნდა, სადაც ერთ-ერთი მათგანი მას იშვილებს. მას ახალ სახლს მისცემენ, დღეიდან მას ბადი ჰქვია. წლების შემდეგ ის ეცდება ელფების და პიგმეების ჯადოსნურ სამყაროში გამყარებას და წინ წაწევას. თუმცა არსებობს ერთი პრობლემა – ის ზედმეტად მაღალი და შესამჩნევია, იმისათვის, რომ ნამდვილი ელფი გახდეს. 


წყარო