ოქროთი და ბრილიანტით შესრულებული იესოს დაბადების ნახატიანი სმარტფონი

  • 12 დეკემბერი 18:19, 2019 წელი

"ოქროთი და ბრილიანტით შესრულებული იესოს დაბადების ნახატიანი სმარტფონი $129,050 ღირს", - ამის შესახებ ინფორმაციას F1 - კომპიუტერული სერვისი ავრცელებს.

გავრცელებულ ინფორმაციაშ ნათქვამია, რომ კომპანია Caviar ცნობილია ტექნოლოგიების ძვირფასი ლითონითა და ქვებით შემკობით. ისინი არც ამჯერად ღალატობენ სტილს.


საიტზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა iPhone 11 Pro და Pro Max, რომლებიც ოქროთია ინკრუსტირებული, 3 კარატიანი ბრილიანტი კი ბეთლემის ვარსკვლავს გამოხატავს.


iPhone 11 Pro - $129,050, Pro Max კი $140 880 ღირს. საიტზე წერია, რომ სმარტფონები თითო ეგზემპლარია დამზადებული და მსოფლიოში ერთადერთ ნიმუშს წარმოადგენს.


თქვენ რას ფიქრობთ სმარტფონის ასეთ შემკობაზე?